Saturday, February 15, 2014

მეცხრე დღე

დღეს ტრეინინგის ბოლო დღეა, ჩვენ დავასრულეთ ჩვენს პორტფოლიოებზე მუშაობა და განვათავსეთ  ჩვენს ბლოგებზე,ამის შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია ჩვენი ჯგუფის წევრების წინაშე.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს,რომელიც მოთმინებით და ენთუზიაზმით მუშაობდა ჩვენთან და ასევე ჩვენი ჯგუფის წევრებს,რომლებიც კოლეგიალობას იჩენდნენ მუშაობისას. დიდი მადლობა ინტელს საინტერესო კურსისთვის.

მეშვიდე დღე

დღე დავიწყეთ წინა ტრეინინგის რეფლექსიით და ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციაზე,ავტვირთეთ ის ჩვენს ბლოგზე.ამის გარდა ჩვენ ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე

მესამე დღე

ჩვენ დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე და დავდეთ ისინი ჩვენს ბლოგზე

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრეინინგი ძალიან დატვირთული და შრომატევადი იყო.ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე და დავასრულეთ პროექტის გეგმები.

Thursday, February 13, 2014

რეფლექსია დღე 6

დღევანდელი ტრეინინგი დაიწყო წინა დღის რეფლექსიით.შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ჩვენს პრეზენტაციებზე მუშაობა და ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ ის ჩვენს ბლოგზე და გავაზიაროთ,ასევე ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე.  კიდევ ერთი ძალიან საინერესო და საჭირო უნარი შევიძინე :)))

Saturday, February 8, 2014

პრეზენტაცია

პრეზენტაცია

რეფლექსია, დღე მე-5

როგორც ყოველთვის ტრეინინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო,ჩვენ გადავხედეთ წინა ტრეინინგზე შესრულებულ სამუშაოს და ჩამოვყალიბდით მიმართულების მიმცემ კითხვებზე.გარდა ამისა, ვიმუშავეთ ჩვენს ბლოგზე როგორ დავამატოთ ახალი გვერდები,გავეცანით საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ დებულებას,ვისწავლეთ როგორ შევინახოთ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის წყაროები და დავიწყეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა.

Sunday, February 2, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენი ტრეინინგის მეოთხე დღეა და ჩვენ ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე და მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე რომლებიც მოსწავლეების ჩართულობას უწყობს ხელს.

Saturday, February 1, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


ზოგადი კითვა
1.გყავთ თუ არა იდეალი?
2.რა როლს ასრულებს ადამიანის განვითარებაში მისი იდეალი?
თემატური კითხვა:
1 რას ფიქრობთ ვიდეოს გმირზე? Great Teachers; "Role Modeling"- You Tube
2.ეთანხმებით თუ არა ამ ვიდეოს გმირს?

შინაარსობრივი კითხვა: 
1.როგორ შევადგინოთ კითხვარი?
2. რა გრამატიკული და ლექსიკური ერთეულები დაგჭირდებათ კითხვარის ინგლისურ ენაზე შედგენისათვის/ან ქართული ენიდან თარგმნისთვის და პრეზენტაციის გაკეთებისათვის?

Hi everybody,
Glad to to be here